პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის თანახმად, იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთი იზრდება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე იზრდება.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, სიგარეტზე აქციზის განაკვეთები იცვლება.

კანონის პროექტით, ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 1.3 ლარით განისაზღვრება და 15%-იანი ადვალური აქციზის გადასახადი წესდება.

იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე იზრდება, ხოლო ადვალური განაკვეთი - 30%-დან 20%-მდე მცირდება.

ცვლილება ასევე ეხება 35 მილიონ კოლოფზე მეტ ადგილობრივად წარმოებულ სიგარეტს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა