ირაკლი კობახიძე - ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა, Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან, ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი

სახელმწიფოს დივიდენდი Eagle Hills-ის პროექტიდან იქნება ჯამში, დაახლოებით, 2 მლრდ ლარი, მოჰამედ ალაბარს და Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან, ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ისმის სპეკულაციები, არის თუ არა პროექტი მომგებიანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა.

“ჩვენ ვთქვით საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფოს დივიდენდი ამ პროექტიდან იქნება ჯამში, დაახლოებით, 2 მლრდ ლარი. რადგან ჩვენი არის 1/3 და Eagle Hills-ის 2/3, შესაბამისად, Eagle Hills-ის დივიდენტი იქნება, დაახლოებით, 4 მლრდ ლარი, რაც არის 1.5 მლრდ დოლარი. Eagle Hills-ი დებს ამ საინვესტიციო პროექტში ჯამში 6.6 მლრდ დოლარს და ელოდება 1.5 მლრდ დოლარის წმინდა მოგებას. ინვესტიციიდან ამონაგები არის დაახლოებით 23%. თქვენ შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და ოპტიმალურ ამონაგებად მიიჩნევა 25%-მდე ასეთი ტიპის დეველოპერული პროექტებისათვის. 25%-მდე თუ გაქვს ამონაგები, ითვლება, რომ ეს არის კარგი მოგება შესაბამისი ინვესტორისთვის, კომპანიისთვის. ამ შემთხვევაში, ახლოს არის მაქსიმალურ ზღვართან კომპანია Eagle Hills-ის მოგება, ეს არის 23%.

უწუნებენ კომპანია Eagle Hills-ს, ამხელა გამოცდილების მქონე კომპანიას, საკუთარ დათვლებს და ამბობენ, რომ ეს არის ცოტა, თუმცა შეუძლიათ, გადაამოწმონ სხვადასხვა წყაროებში, არის თუ არა ცოტა 23%. ეს არის ოპტიმალურ ზღვართან ახლოს არსებული ამონაგები, რასაც მიიღებს კომპანია Eagle Hills-ი. აქაც სპეკულირებენ, მარტივად იტყუებიან და ზოგადად, არ არის ღირსეული საქციელი ასე სპეკულირება, მით უმეტეს, რომ ჩვენ დეტალურად განვმარტეთ ყველაფერი, მათ შორის, მოგებასთან დაკავშირებით. თავიდანვე იწყებენ ტყუილით და მერე ამ ტყუილზე აგებენ საკუთარ ალოგიკურ დასკვნებს. ამბობენ, რომ თითქოს კომპანია 10 წლის თავზე ამოიღებს ამ 1.5 მლრდ დოლარს. რა თქმა უნდა, ეს არავის არ უთქვამს, პირიქით, ჩვენ განვმარტეთ, რომ, როგორც სახელმწიფო, დივიდენდის სახით და ისე კომპანია, Eagle Hills-ი, ბუნებრივია, ეტაპობრივად ამოიღებს ამ ინვესტიციას. შესაბამისად, თვითონვე იტყუებიან თავში, რომ 10 წლის თავზე იქნება მოგება ამოღებული, ინფლაცია შეჭამს ამ მოგებას და შესაბამისად, რეალური ამონაგები იქნება არა 23%, არამედ ბევრად ნაკლები, თავშივე ტყუილს ამბობენ და მერე ამაზე აგებენ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს Eagle Hills-ის მოგება არ იქნება საკმარისი.

რეალურად, როგორც ეს ხდება სტანდარტულად დეველოპერულ პროექტებში, ეტაპობრივად მოხდება ინვესტიციის ამოღება, მოგების მიღება ინვესტიციიდან. შესაბამისად, კომპანიას დარჩება სუფთა 23% მოგება, რაც არის ზუსტად მიახლოებული ოპტიმალურ, 25%-იან, მაქსიმალურ მაჩვენებელთან. მოჰამედ ალაბარს და კომპანია Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური და მძიმე წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან. ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ განმარტა, სახელმწიფომ მაქსიმალური მოგება წამოიღო აღნიშნული პროექტიდან.

„მე შემიძლია მოგცეთ პირობა, რომ მაქსიმუმი წამოვიღეთ, რისი წამოღებაც შეგვეძლო დივიდენდის სახით თუ ნებისმიერი სხვა მოგების სახით. დანარჩენი რაც გვესმის, არის მხოლოდ სპეკულაციები, სამწუხაროდ. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ის, რაც თქვა კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა, როდესაც გვქონდა საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით. ასეთივე კამპანია წამოიწყეს სერბეთში პოლიტიკურმა ოპონენტებმა Emaar-ის პროექტის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ამ ოპონენტებმა შეიძინეს ბინები Emaar-ის მიერ განხორციელებულ პროექტში. მინდა ვუსურვო პროექტის ყველა ოპონენტს, რომ შეიძინოს ბინები ამ პროექტში და ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ საბაზრო ფასების შესაბამისად, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში