დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განცხადებების გაკეთება ნაადრევია

დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განცხადებების გაკეთება ნაადრევია

უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განცხადებების გაკეთება ნაადრევია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კითხვაზე, უკრაინაში არსებული ვითარება მოგვარებასთან ახლოს არის თუ არა, პესკოვმა ჟურნალისტებს ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ამის თქმა ნაადრევია“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა Bloomberg-ის მიერ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების თანაშემწეების სატელეფონო საუბრის შესახებ გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „ამისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება არ შეიძლება“.

„სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც, ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, რომელიც ამ სამშვიდობო ტენდენციის ჩაშლას შეეცდება“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.