ირაკლი კობახიძე - ვიმუშავებთ, რომ საზღვარგარეთიდან უცხოელი პედაგოგები მოვიზიდოთ, მათ შორის საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების, რომელთაც აქვთ რესურსი, ლექცია წაიკითხონ - რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს, საფრთხე არ შეექმნება

განათლების სამინისტრო აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან კვალიფიციური კადრების მოზიდვა შევძლოთ - მათ შორის საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების, რომელთაც აქვთ რესურსი იმისა, რომ ლექცია წაიკითხონ და კიდევ 7, 8, 10 წლის და შეიძლება მეტი ხნის განმავლობაში იმუშაონ, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც უმაღლესი განათლების სფეროში რეფორმის გეგმა წარადგინა.

კობახიძის თქმით, არაერთი მიმართულებაა, სადაც არის კადრების დეფიციტი. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის ტექნოლოგიები, ტექნიკური და სხვა მიმართულებები.

“ასეთ დეფიციტურ მიმართულებებზე უცხოელი პედაგოგების მოზიდვა იქნება საჭირო. ამაზეც აქტიურად ვიმუშავებთ.

საკადრო პოლიტიკა არსებითად უნდა გადაიხედოს. კათედრის პრინციპი უნდა დაინერგოს, როდესაც მიმართულებას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი მიმართულებით პროგრამების დახვეწაზე, განვითარებაზე და კვლევითი საქმიანობის აქტიურად წარმოებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, განათლების რეფორმაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ გაცვლითი პროგრამების შესახებ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ განათლების ახალი რეფორმა გაცვლით პროგრამებს საფრთხეს არ შექმნის.

„რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს, არავითარ შემთხვევაში, ეს რეფორმა გაცვლით პროგრამებს პრობლემას არ შეუქმნის. როდესაც უმაღლესი განათლების სისტემა დაიხვეწება, ეს სტუდენტებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, მაქსიმალურად ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. ამ რეფორმას პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელებაზე და ამ პროგრამებში სტუდენტების ჩართულობაზე“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს