Reuters - აშშ ბელარუსთან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ ბელარუსთან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებების ფარგლებში ბელარუსის მიერ, სულ მცირე, 100 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს.

წყაროების განცხადებით, აშშ-ს სურს, რომ ბელარუსმა 100 პოლიტიკური პატიმარი ერთდროულად გაათავისუფლოს.

გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაათავისუფლებს ბელარუსი პოლიტიკურ პატიმრებს. ასევე, უცნობია, თუ რა შესთავაზა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, სექტემბერში ალექსანდრე ლუკაშენკომ დონალდ ტრამპის წარმომადგენელთან, ჯონ კოულთან მოლაპარაკებების შემდეგ 52 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა. სანაცვლოდ, ვაშინგტონმა ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიასთვის“ დაწესებული სანქციები ნაწილობრივ მოხსნა.

ამასთან, გასულ კვირას ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა. ლუკაშენკოს ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინის მოქალაქეების შეწყალება „აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმებების“ შედეგი იყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს