ოქროს კომპასის პროექტის “დამსაქმებლის გამოწვევის” გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია  პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, არაფორმალური განათლების ცენტრის – ოქროს კომპასის პროექტის “დამსაქმებლის გამოწვევის” მხარდამჭერია. ინიციატივა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, მიიღონ ბრიტანული განათლება.

ინიციატივის ფარგლებში, მონაწილეებმა იმუშავეს საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციის რეალურ გამოწვევებზე და მოიფიქრეს პრობლემური ქეისის გადაწყვეტის გზები. დავალება ჩივნინგის სტიპენდიატებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს და საუკეთესო გუნდიც გამოავლინეს.

გამარჯვებულმა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ლიზი თხილაიშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის საფეხურის სტუდენტი და ელისაბედ სიხარულიძე – კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი, იმუშავა ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის გამოწვევაზე, რომლის მიზანი იყო ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვის მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა.

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობის პერიოდში ჩართულიყვნენ ვორკშოპებში ისეთ თემებზე, როგორიცაა: • ლიდერობა • სტრატეგიული კომუნიკაციები • დროის მართვა და სხვა.

ვორკშოპების მიზანი იყო, მონაწილე ახალგაზრდებს ქონოდათ სრული ინფორმაცია და უნარები, რათა უკეთ ემუშავათ ორგანიზაციების გამოწვევებზე.

აღსანიშნავია, რომ ოქროს კომპასის პროექტი “დამსაქმებლის გამოწვევა” ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტის ნებართვით.

ინფორმაციისთვის, ოქროს კომპასი არაფორმალური განათლების ცენტრია, რომელიც ერთი მთავარი მიზნით შეიქმნა – დაეკავშირებინა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესიონალებთან. დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ოქროს კომპასის ვებგვერდზე www.goldencompass.edu.ge

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის