DataFest Tbilisi 2025 იწყება – ღონისძიების მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი

2025 წლის 27–29 ნოემბერს თბილისში მონაცემებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი – DataFest Tbilisi 2025 - გაიმართება. ღონისძიება უკვე მეცხრე წელია ტარდება და მასში მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები მონაწილეობენ. ფესტივალის მთავარი პარტნიორია, ტრადიციულად, საქართველოს ბანკი.

წელს ღონისძიების მთავარი ფოკუსი იქნება ხელოვნური ინტელექტის რეალური გავლენა ბიზნეს პროცესებზე, მედია გარემოზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და საზოგადოების ცხოვრებაზე. ფესტივალის მიზანია, დამსწრეებს მიაწოდოს ცოდნა AI-ის გამოყენების პრაქტიკულ მიმართულებებზე და სცენა დაუთმოს მსჯელობას იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ჩნდება.

ფორუმზე საერთაშორისო გამოცდილებას მიმოიხილავენ წამყვანი გლობალური ბრენდების - Microsoft, Google, Mozilla, GitHub და სხვა კომპანიების წარმომადგენლები.

საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, ფესტივალს შეუერთდებიან საქართველოს ბანკის წარმომადგენლები – მიშა ნადარეიშვილი, ანანო ჯაოშვილი, არჩილ კობალაძე და ნიკოლოზ ჯანგიშერაშვილი. ისინი მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და ინოვაციურ პროექტებს განიხილავენ, ასევე განმარტავენ, როგორ გამოიხატება გლობალური ტენდენციები ადგილობრივ კონტექსტში.

სამდღიანი პროგრამა დისკუსიებს, ვორკშოპებსა და თემატურ სესიებს მოიცავს. ფესტივალი Pullman Tbilisi-ის სივრცეში (ჭავჭავაძის გამზირი 37მ) და Rooms Hotels Tbilisi-ში ჩატარდება.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს www.datafest.ge

საქართველოს ბანკი AI ინოვაციების მხარდამჭერია - ბანკი ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში და მხარს უჭერს პროექტებს, რომელთა მიზანი ტექ. ეკოსისტემის გაძლიერებაა.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის