მოლდოვაში რუსეთის ელჩს ჩამოვარდნილი რუსული დრონი აჩვენეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს

მოლდოვაში რუსეთის ელჩს ჩამოვარდნილი რუსული დრონი აჩვენეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიჰაი პოპშოი და მოლდოვური მედია ავრცელებს.

კერძოდ, 26 ნოემბერს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ოზეროვი დაიბარეს, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოვარდნილი რუსული დრონი აჩვენეს და მოლდოვის საჰაერო სივრცეში ექვსი დრონის უკანონოდ შეჭრის გამო საპროტესტო ნოტა გადასცეს.

მოლდოვის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა “დაუშვებელია” და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა და ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა.

“საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ მოუწოდა რუსეთს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, და მკაცრად დაიცვას საერთაშორისო ნორმები, და ასევე, მოლდოვის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამას გარდა, სამინისტრომ რუსეთის საელჩოსგან მოითხოვა მიიღოს ყველა საჭირო ზომები, რათა აღიკვეთოს მსგავსი ინციდენტების გამეორება”, - განაცხადეს მოლდოვის საგარეო უწყებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები