ზურაბ ჯაფარიძე - ემიგრანტების ოჯახის წევრებსაც რომ ავუკრძალოთ ხმის მიცემა ან გადმორიცხვები რომ ავკრძალოთ?

ემიგრანტების ოჯახის წევრებსაც რომ ავუკრძალოთ ხმის მიცემა? ან გადმორიცხვები რომ ავკრძალოთ? აბა ომი გინდათ? - ამის შესახებ ნათქვამია "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურა (გირჩი) ჯაფარიძის განცხადებაში, რომელიც პოლიტიკოსის "ფეისბუქ" გვერდზე ვრცელდება.

ასე ეხმაურება ჯაფარიძე გავრცელებულ ბრალდებებს იმის შესახებ, თითქოს „დიფ სთეითი“ ქართველ ემიგრანტებზე ზეწოლას ახორციელებს.

"გავიგე, რომ "დიფსტეიტი" გავლენას ახდენს და ფაქტობრივად დეპორტაციის მუქარის ქვეშ აიძულებს ქართველ ემიგრანტებს ხმა მისცენ “ქოცების” წინააღმდეგ, რომ აქ შეიცვალოს ხელისუფლება, ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ "დიფსტეიტის" აგენტებმა და შემდეგ ომი გამოუცხადონ რუსეთს. არაა რთული გასაგები.

მაგრამ ვერ გავიგე, იგივე "დიფსტეიტისგან" დაშანტაჟებული ემიგრანტები, რომლებიც ყოველთვიურად აქ ინახავენ ოჯახებს გადმორიცხული ფულით, რატომ ვერ აიძულებენ მათზე ფინანსურად დამოკიდებულ ოჯახის წევრებს, აქ მისცენ ხმა ქოცების წინააღმდეგ, რაც გარდაუვალად დასრულდება ჩვენი მხრიდან მოსკოვის დაბომბვით? ნუ, ვოლგოგრადის მაინც. ამ რისკს როგორ ვაზღვევთ? ემიგრანტების ოჯახის წევრებსაც რომ ავუკრძალოთ ხმის მიცემა? ან გადმორიცხვები რომ ავკრძალოთ? აბა ომი გინდათ?

P.S თბილისის ღამის ეკონომიკის მინისტრი ვინ არის ამჟამად ხომ არ იცით?",- წერს ჯაფარიძე თავის განცხადებაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს