ტატა ხვედელიანი - პრემიერ-მინისტრს მოუწია სიმართლის მოსმენა და პასუხების გაცემა - პარლამენტი „ოცნების“ ოფისად იყო გადაქცეული, მოსახლეობა ხედავს, რომ განსხვავებული აზრი დაბრუნდა

საქართველოს პარლამენტი იყო გადაქცეული „ოცნების“ ოფისად, სადაც არავითარი განსხვავებული აზრი არ იყო - მოსახლეობა ხედავს, რომ განსხვავებული აზრი დაბრუნდა პარლამენტში, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსმენას გამოეხმაურა.

ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ მსგავსი დღეებით ისინი პარლამენტში „ოცნებას“ დისკომფორტს შეუქმნიან და ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა.

„ჩვენ მივიღეთ განსხვავებული აზრი საქართველოს პარლამენტში, მწვავე შეკითხვები დავუსვით და პრემიერ-მინისტრს მოუწია რაღაც საკითხების აღიარება. მაგალითად ეკონომიკურ მონაცემებთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ისინი ამაყობენ ეკონომიკური ზრდით. ჩვენ მოსმენილი გვაქვს უამრავი ტრაბახი და საქებარი სიტყვა, თუ როგორ ახდენენ ეკონომიკურ ზრდას და ყვავის ქვეყნის ეკონომიკა მაშინ, როდესაც კვლევებით დასტურდება, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი ზოგჯერ ან ყოველთვის განიცდის შიმშილს. დღეს ჩვენი დამსახურებით და ჩვენი მწვავე შეკითხვებით ყველა პრობლემა იყო წამოწეული. პრემიერ-მინისტრს მოუწია სიმართლის მოსმენა, პასუხების გაცემა.

საქართველოს პარლამენტი იყო გადაქცეული „ოცნების“ ოფისად, სადაც არავითარი განსხვავებული აზრი არ იყო, ეს იყო სრულიად კომფორტული გარემო მათთვის. კანონების განხილვა მიმდინარეობდა ძალიან კომფორტულ და მეგობრულ გარემოში, თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დიახაც, მწვავე შეკითხვებით კანონების განხილვა მიმდინარეობს სწორედ იმ ვითარებაში, რომ მათ უწევთ გასცენ პასუხი ჩვენს შეკითხვებს. უწევთ, რომ ჩვენი აზრი მოისმინონ.

რა თქმა უნდა, დიდი ინტერესია, მოსახლეობა ხედავს, რომ განსხვავებული აზრი დაბრუნდა საქართველოს პარლამენტში და არავინ არ გაუტარებს ამათ ყველაფერ იმას, რასაც საუბრობდნენ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვანი, ისტორიული შენობიდან. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ძალიან კრიტიკულად შევხვდებით ნებისმიერ თანამდებობის პირს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემცირდეს „ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა და სწორედ ასეთი დღეებით ჩვენ ამას გავაკეთებთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ შევუქმნით მათ დისკომფორტს შეკითხვებით“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს