გუბერნატორის განცხადებით, თეთრ სახლთან სროლის შედეგად დაჭრილი ეროვნული გვარდიის ორი წევრის მდგომარეობა კრიტიკულია

დასავლეთ ვირჯინიის შტატის გუბერნატორის თქმით, თეთრი სახლის მახლობლად სროლის შედეგად დაჭრილი ეროვნული გვარდიის ორი წევრის მდგომარეობა კრიტიკულია.

ორივე მათგანი დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის წევრია.

დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ორივე დაღუპული მისი შტატის ეროვნული გვარდიის წევრი იყო და მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ, თუმცა მოგვიანებით გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ „ჩვენი გვარდიის ორი წევრის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობდა“.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპმა თავდამსხმელს „ცხოველი" უწოდა და თქვა, რომ ის „ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება