ვაშინგტონში სროლის შედეგად დაჭრილი ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია - დონალდ ტრამპმა დამატებით 500 ჯარისკაცის განლაგება მოითხოვა

ვაშინგტონში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კეშ პატელმა განაცხადა.

ჯარისკაცებზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი „მაღალი ხილვადობის პატრულირებას“ ახორციელებდნენ. თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ის დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცავი ორგანოების წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი არ თანამშრომლობს გამომძიებლებთან და დაკავების დროს თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პოლიციის ცნობით, ამჟამად დაკავებულის გარდა სხვა ეჭვმიტანილები არ არიან. გამოძიების ფედერალური ბიურო მიიჩნევს, რომ მსროლელის თავდაპირველი იდენტიფიკაცია ემთხვევა მამაკაცს, რომელიც აშშ-ში ავღანეთიდან 2021 წელს ჩავიდა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ სროლის მოტივი უცნობია.

მომხდარის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის კიდევ 500 ჯარისკაცის განლაგება მოითხოვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის