მოსამართლე 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს - ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სრული შიმშილობა გამოაცხადეთ - ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას

ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მან შიმშილობა დაიწყო.

იქამდე, მოსამართლემ მისი ვინაობა დაადგინა, მათ შორის, თუ რას საქმიანობდა ის დაკავებამდე.

„სოხუმელი ვარ, ისე ბათუმში ვცხოვრობ“, - განაცხადა ჭავჭანიძემ, რის შემდეგაც მას მოსამართლემ მოუწოდა, შიმშილობით ჯანმრთელობა არ დაეზიანებინა, რადგან საკუთარი უფლებების დაცვა ადვოკატთან ერთად სრულყოფილად შეძლებოდა.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უკიდურეს ზომას მიმართეთ, სრული შიმშილობა გამოაცხადეთ. ჩემი, როგორც მოსამართლის რჩევაა, რომ თქვენ ჯანმრთელად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება შეძლოთ აქ, ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას, მინდა ეს რჩევა მოგცეთ",- განაცხადა ბუგიანიშვილმა.

მას ბრალდებულმა სთხოვა, დრო მიეცა იმისთვის, რომ საკუთარი სათქმელი საზოგადოებისთვის ეთქვა, რაზეც მოსამართლემ მას პირობა მისცა, რომ ყველას მისცემს სასაუბრო დროს.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ზურაბ ჭავჭანიძეს, სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მუმლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის