სერგეი რიაბკოვი - დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში რეალიზმის ზოგიერთი ჯანსაღი ელემენტი გამოჩნდა

დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში რეალიზმის ზოგიერთი ჯანსაღი ელემენტი გამოჩნდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„როგორც ჩანს, ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ გლობალური დემოკრატიზაციის იდეას დროებით ჩამოშორდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა თავის ანტირუსულ კურსზე უარი თქვა, მაგრამ ახლა ამერიკელები პირდაპირი და გულახდილი დიალოგისთვის ღია არიან, პრაქტიკულ საქმიანობაში კი თავიანთ ეროვნულ ინტერესებზე აკეთებენ აქცენტს“, - განაცხადა რიაბკოვმა.

ასევე, მისი თქმით, „ვაშინგტონი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ კონცეფციების ფარგლებში გლობალური დომინაციის პრეტენზიებზე უარს არ ამბობს“.

„სწორედ ამიტომ, აშშ ზეწოლის მოხდენას ცდილობს ყველაზე, ვისაც ამჟამინდელი ადმინისტრაცია არსებულ ან პოტენციურ კონკურენტად აღიქვამს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა