ვლადიმერ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს რუსული იარაღით აღჭურვის პროგრამის დაწყება შესთავაზა

ვლადიმერ პუტინმა ОДКБ-ს წევრებს რუსული იარაღით აღჭურვის პროგრამის დაწყება შესთავაზა, - ინფორმაციას რუსული მედია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთი ОДКБ-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე მოკავშირეებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენ გთავაზობთ კოლექტიური ძალების თანამედროვე იარაღით აღჭურვის მასშტაბური პროგრამის დაწყებას“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, „რუსულმა იარაღმა რეალურ სამხედრო მოქმედებებში თავისი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა“.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი 2026 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პერიოდში, წევრებს შორის თანამშრომლობის შენარჩუნების მიზნით ყველაფერს გააკეთებს.

„თანამშრომლობას ვგეგმავთ მეგობრობის, კეთილმეზობლობის, ერთმანეთის ინტერესების პატივისცემისა და ურთიერთდახმარების პრინციპებზე დაყრდნობით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა