4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული მოსამართლეს - კრიტიკული პაციენტი ვარ, დიდი ახსნა-განმარტება ჩემგანაც არ გჭირდებათ, რომ საპყრობილეში დროული მკურნალობა, ექიმის შემოსვლა ვერ ხერხდება

სამედიცინო კუთხით, კრიტიკული პაციენტი ვარ, დიდი ახსნა-განმარტება ჩემგანაც არ გჭირდებათ, რომ საპყრობილეში დროული მკურნალობა, ექიმის შემოსვლა ვერ ხერხდება, - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილს სთხოვა, მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში არ დაეტოვებინა.

„შემოსული იყო ექიმი, უროლოგი და მითხრა, რომ თირკმელებს კარგი მდგომარეობა არ აქვს და მითხრა, ახლოს ხარ თირკმელების დაკარგვასთანო, რომ იცოდეთ, მაქვს კენჭები და პოლიკისტოზი, ესენი ერთმანეთს უშლიან ხელს, რომ სწორად და ჯანსაღად იმუშაოს თირკმელებმა. ჩემი პატიმრობაში ყოფნა და აღკვეთის ღონისძიება სამედიცინო ნორმებს მოკლებულია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ალბათ კანონითაც მაქვს უფლება, ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს.

დროული, აუცილებელი, კომპლექსური მიხედვა ჭირდება ჩემს ჯანმრთელობას. სამედიცინო კუთხით, კრიტიკული პაციენტი ვარ, დიდი ახსნა-განმარტება ჩემგანაც არ გჭირდებათ, რომ საპყრობილეში დროული მკურნალობა, ექიმის შემოსვლა ვერ ხერხდება. კონსტიტუციის მე-15 მუხლი პირდაპირ გვეუბნება, რომ ადამიანს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება აქვს, შესაბამისად, მეც გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

შეგიძლიათ დაიბაროთ ციხის ექიმი, გამოჰკითხოთ, ისიც იგივეს გეტყვით, რაც მე ვთქვი",- განაცხადა რურუამ.

მისი ადვოკატის, ია სირანაშვილის განმარტებით, გიორგის დედა ჰყავს გარდაცვლილი, ის დეიდამ გაზარდა. ჰყავს ცოლი და შვილი.

„ძალიან დიდ გაჭირვებაში ცხოვრობენ, გიორგი „დომინოში" მუშაობდა და ოჯახს ის არჩენდა. 3 - წამიანი ვიდეოს გარდა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება",- განაცხადა ადვოკატმა. მას მოსამართლემ ჰკითხა, ექსპერტიზისთვის ხომ არ მიუმართავთ, რაზეც ადვოკატმა უთხრა, რომ არა.

პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, ბრალდებულები პენიტენციურ დაწესებულებაში სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას იღებენ.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ზურაბ ჭავჭანიძეს, სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მუმლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის