დავით გიუნაშვილის ადვოკატი პროკურორებს - 72 წლის კაცზე ამბობთ, რომ პოლიციელს ხელი დაარტყა? არ გაქვთ ამის მტკიცებულება - თქვენ რუსულ რეჟიმს წარმოადგენთ, თქვენს მაგივრად მე მრცხვენია

თქვენ რუსულ რეჟიმს წარმოადგენთ. თქვენს მაგივრად მე მრცხვენია, - ასე მიმართა ადვოკატმა შოთა კახიძემ სასამართლო სხდომაზე პროკურორებს როინ ხინთიბიძესა და ნუგზარ ჭიტაძეს.

აღნიშნული განცხადება ადვოკატმა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულთა პროცესზე გააკეთა, რომელთა შორისაა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, დავით გიუნაშვილი. ადვოკატის თქმით, დავით გიუნაშვილს 4 ოქტომბრის დღეს პროკურატურა პოლიციელზე ხელის დარტყმას ედავება, რისი მტკიცებულებაც არ არსებობს.

„დავით გიუნაშვილს თქვენ მორალური პიედესტალიდან ვერ დაელაპარაკებით. კაცი, რომელსაც რუსებმა ცხინვალში სახლი დაუწვეს, იბრძოდა რუსი რეჟიმის წინააღმდეგ, მაგაზე, 72 წლის კაცზე თქვენ ამბობთ, რომ პოლიციელს ხელი დაარტყა? გაქვთ ამის მტკიცებულება? არ გაქვთ ამის მტკიცებულება. სირცხვილია! დავით გიუნაშვილი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, საპროტესტო აქციაზე იყო მისული, თქვენ რუსულ რეჟიმს წარმოადგენთ. თქვენს მაგივრად მე მრცხვენია”. განაცხადა შოთა კახიძემ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, 72 წლის დავით გიუნაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისას დაუდგინდა დიაბეტი. ადვოკატმა სხდომაზე გიუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტი წარმოადგინა, რაც სასამართლომ დასაშვებად ცნო. ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა, რადგან მისვე თქმით, პატიმრობა წარმოადგენს დავით გიუნაშვილის დასჯას და სხვა ადამიანების მიმართ შიშის დანერგვას.

ცნობისთვის, 13 პირს: კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას,ავთანდილ თოფჩიშვილს, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი