4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ია დარახველიძე - ყველა ეს ადამიანი ჩემნაირად გარეთ უნდა იყოს, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ მათთან ერთად არ ვარ

ყველა ეს ადამიანი ჩემნაირად გარეთ უნდა იყოს, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ მათთან ერთად არ ვარ, - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ია დარახველიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ის დანარჩენი ბრალდებულებისგან განსხვავებით გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. სწორედ, ამ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა მან სასამართლოში.

„ჩვენ ვეხმარებოდით ყველა ერთმანეთს, არაფერს არ ვისროდით და არაფრის აღებას არ ვაპირებდი. ყველა ეს ადამიანი ჩემნაირად გარეთ უნდა იყოს, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ მათთან ერთად არ ვარ, მათ გვერდზე ვარ და ყველას თავისუფლებას ვუსურვებ",- განაცხადა დარახველიძემ.

ბრალთან დაკავშირებით ისაუბრა დაკავებულმა ზაქრო ალბუთაშვილმაც. წარდგენილ ბრალდებას არც ის აღიარებს.

„არანაირ ბოროტმოქმედებაში არ მიმიღია მონაწილეობა.... მე უკვე ასაკოვანი ვარ, 68 წლის ვარ, დავკარგე სამსახური, ლუკმა პურის გარეშე დავტოვე ხალხი, ძალიან გთხოვთ, ჰუმანურები იყოთ, ესენი, ყველანი ჩემი ძმები, ქართველები არიან. როგორც მე მინდა თავისუფლება, ისე მათაც, სიკვდილი არ მინდა ციხეში, მინდა სამართლიანობამ იზეიმოს",- განაცხადა ალბუთაშვილმა.

ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის