ტატა ხვედელიანი - პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა გამოცდების ეროვნული ცენტრის და ახალგაზრდობის სააგენტოს 60-მდე თანამშრომელი - საკადრო ცვლილებები მიმართულია განსხვავებული აზრის გაქრობისა და „ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებისკენ

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და ახალგაზრდობის სააგენტოს 60-მდე თანამშრომელი - საკადრო ცვლილებები მიმართულია ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაქრობისკენ და „ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებისკენ , - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, "რეპრესიების დაწყებიდან დღემდე საჯარო სამსახურში მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 900-მდე კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული, მათგან ნახევარზე მეტი ქალია".

"გრძელდება “ოცნების” მხრიდან საჯარო მოხელეთა პოლიტიკური დევნა და უკანონო გათავისუფლებები, ახლა უკვე განათლების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში.

სახეზეა განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის სახელით შეფუთული პოლიტიკური დევნა მათ მიმართ, ვინც დღემდე არ ეთანხმება დე ფაქტო მთავრობას საგარეო კურსის ცვლილების საკითხში და განსხვავებულ აზრს აფიქსირებს საჯაროდ. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და ახალგაზრდობის სააგენტოს 60-მდე თანამშრომელი.

საჯარო მოხელეთა დევნა სისტემურად „ოცნებამ“ ზუსტად 1 წლის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც მათი მხრიდან პირველად დაფიქსირდა განსხვავებული აზრი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსთან დაკავშირებით. ღირსეული საჯარო მოხელეების დევნა მიმდინარეობს მაშინ როდესაც საჯარო უწყებებში დასაქმებული „ოცნების“ პარტაქტივის წევრები სამსახურში მიუსვლელად იღებენ ხალხის ბიუჯეტიდან ხელფასებს. რეპრესიების დაწყებიდან დღემდე საჯარო სამსახურში მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 900-მდე კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული, მათგან ნახევარზე მეტი ქალია.

მე მივმართე უკვე სადეპუტატო შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გაგვცეს პასუხი, რას ემსახურება კეთილსინდისიერი და სტაჟიანი საჯარო მოხელეების გათავისუფლება და განსხვავებული აზრის დევნა მის უწყებაში. გარდა ამისა, ჩვენი გუნდი იწყებს ყოფილ და არსებულ საჯარო მოხელეებთან აქტიურ კონსულტაციას, რომლის მიზანი იქნება არსებული მდგომარეობის შესაბამისად, საპარლამენტო კონტროლის გამოყენებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

საკადრო ცვლილებები, რომლებიც მიმდინარეობს, არ ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და ხალხის ინტერესების გათვალისწინებას, ისინი მიმართულია ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაქრობისკენ და „ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებისკენ", - განაცხადა ხვედელიანმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს