4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი მოსამართლეს - მაქვს ავთვისებიანი სიმსივნე, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, სახლში მოვკვდები, თუ ციხეში, თქვენზეა დამოკიდებული

დიაგნოზი არის ასეთი, მაქვს ავთვისებიანი სიმსივნე. ჩემთვის აქვს მნიშვნელობა, მე სახლში მოვკვდები, თუ ციხეში, - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მოსამართლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„დიაგნოზი არის ასეთი: მაქვს ავთვისებიანი სიმსივნე... ჩემი დღეები დათვლილია. აფხაზეთზე ვნერვიულობ, საქართველოზე ვნერვიულობ, ყველაზე ვნერვიულობ, ყველა ქართველი მიყვარს.... თქვენზეა დამოკიდებული, ჩემთვის აქვს მნიშვნელობა, სახლში მოვკვდები თუ ციხეში მოვკვდები, თქვენზეა დამოკიდებული... სად მოვკვდები, ციხეში მოვკვდები, თუ სახლში მოვკვდები, შეიძლება ამას დიდი რეზონანსი მოჰყვეს, შეიძლება ეს იყოს გამოუსწორებელი შეცდომა... მე ამას მარტო ჩემს თავზე არ ვამბობ, მჟვანაძე, ვიღაცები, გაითვალისწინეთ, ძალიან გთხოვთ, ...ყოველ დღე აღარ შეიძლება გაუსაძლისი ტკივილების ატანა და წინასწარ მადლობას გიხდით", - განაცხადა ალბუთაშვილმა.

ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა