არმაზ ახვლედიანი - რომ არა უკრაინელების ბრძოლა, პუტინი საქართველოში პირდაპირ გახსნიდა ფილიალს, დღეს ჯერ შენიღბულადაა „ოცნების“ სახით - მისი გეგმაა, ქვეყნის სრულად რუსულ ორბიტაზე ყოფნა, ეს მოღალატეები კი თანამონაწილეები არიან

„ქართული ოცნება“ არის რუსული ორბიტის ქვეშ, უკრაინელების ბრძოლა და თავგანწირვა რომ არა, დიდი ხანია პუტინი საქართველოში პირდაპირ გახსნიდა ფილიალს , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, აქამდე საქართველოში არავის არასდროს არ დაუშვია, რომ ეღალატა სახელმწიფო ინტერესებისთვის და ამას მხოლოდ „ქართული ოცნება“ აკეთებს, რაც „ადამიანურად, მორალურად, სახელმწიფოებრივად ეს უპატიებელია“.

„ჩვენ ვსაუბრობთ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ ტრაგედიაზე, ეს არის რუსეთის გაუგონარი აგრესია უკრაინაში. საქმე ისაა, რომ ამ უდიდესმა ტრაგედიამ უზარმაზარი მსხვერპლის ფონზე ერთი რამ ნამდვილად აჩვენა, ვინ არის თანამედროვე სამყაროში აღვირახსნილი ჯალათი, აგრესორი. ვინ არის ის, ვინც ნორმალურობას კლავს და ეწინააღმდეგება, ასევე, ვინ არიან ისინი, ვინც პუტინის რეჟიმს პირდაპირ თუ ირიბად სოლიდარობას უცხადებენ. ამ ფონზე საქართველო სად არის? მარიონეტული რუსული რეჟიმი, რა თქმა უნდა, არის რუსული ორბიტის ქვეშ არის. უკრაინელების ბრძოლა და თავგანწირვა რომ არა, დიდი ხანია პუტინი საქართველოში პირდაპირ გახსნიდა ფილიალს. დღეს ჯერ შენიღბულადაა აქ მისი ფილიალი „ოცნების“ სახით. პუტინის იდეა არის, რომ აქ იყოს პირდაპირ მისი ფილიალი და რუსული ენა გამოგვიცხადოს მეორეს სახელმწიფო ენად. მე არ ვაჭარბებ, ეს მისი ჩანაფიქრია, ეს მისი გეგმაა, საქართველოს სრულად რუსულ ორბიტაზე ყოფნა, მისი რეგიონებით, აფხაზეთით, ცხინვალით და ყველაფრით. ეს უბადრუკები, ეს მოღალატეები აკეთებენ იმას, რომ ამ გეგმის თანამონაწილეები არიან. ამას ჩვენ მათ ვერ ვაპატიებთ. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ შევცვალოთ ერთი რომელიმე რეჟიმი სხვა მმართველობით, აქ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ავარიდოთ ის, რის გამოც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ყველა თაობა,რუსული მმართველობა ავარიდოთ, ის, რაც კლავს. საქართველოს კლავს რუსული მმართველობა, ასეა საუკუნეების მანძილზე. შევარდნაძეს და სააკაშვილს ჰქონდა წარმოუდგენელი ჩავარდნები, მაგრამ არავის არასდროს არ დაუშვია ის, რომ ეღალატა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის, ამას მხოლოდ ესენი ჩადიან. ამიტომ ამის პატიება ადამიანურად, მორალურად, სახელმწიფოებრივად, არის ჩვენთვისვე უპატიებელი“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე