კახა კალაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული სასამართლო არის მოწოდების სიმაღლეზე

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული სასამართლო არის მოწოდების სიმაღლეზე და განაჩენი, რომელიც იქნა გამოტანილი, იყო აბსოლუტურად სწორი, ხოლო ის პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც ვისმენდით აღნიშნულ და სხვა საქმეებთან დაკავშირებით, იყო ფარსი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებს განუცხადა სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ფირცხალავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც დანაშაულს სჩადიან, ცდილობენ მანიპულირებას და გარკვეულ სტატუსს ამოეფარონ.

„ეს არ არის პირველი საქმე, რომელიც არ მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. თუნდაც მიღებული რომ ჰქონდეს, რჩება ხოლმე ძალაში ის განაჩენი, რომელსაც ქართული სასამართლო იღებს. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ასეთი ფაქტი გვახსოვს.

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც სჩადის დანაშაულს, ხშირ შემთხვევაში, ახდენს ხოლმე მანიპულირებას მისი პოლიტიკური სტატუსის მეშვეობით, ან, შესაძლოა, ვინმე ჟურნალისტი იყოს და ა.შ. ყოველთვის ცდილობენ, რომ რაღაც სტატუსს ამოეფარონ, მაგრამ კანონი ყველასთვის ერთია და პასუხი უნდა ვაგოთ კანონის წინაშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა ქართული სასამართლო არ არის საუკეთესო, თუმცა როგორც ცა და დედამიწა, ისეთი სხვაობა არის, იმასთან შედარებით, რაც 2012 წლამდე იყო.

„რეფორმები გრძელდება, რა თქმა უნდა, არავის მოსწონდა სასამართლო, როგორიც იყო 2012 წლამდე. ნახეთ სტატისტიკა, თუ რა იყო მიღებული შედეგები, ამის ამოღება ძალიან მარტივია, და დღეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სასამართლო. შესაძლოა, საუკეთესო არ იყოს ქართული სასამართლო, თუმცა, როგორც ცა და დედამიწა, ისეთი სხვაობა არის, რაც იყო 2012 წლამდე და რა ვითარებაც დღეს გვაქვს.

შესაბამისად, ჩვენ მივისწრაფვით, რეფორმებს ვახორციელებთ ყველა მიმართულებით, მათ შორის სასამართლოც ყველაფერს აკეთებს, რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი პოზიცია და საჩივრები საქმეზე „ფირცხალავა და Y საქართველოს წინააღმდეგ", ასევე, „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" დაუშვებლად გამოაცხადა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტი და სამივე საჩივარი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დაუშვებლად გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში