დიმიტრი პესკოვი - რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმის ძირითადი პარამეტრები გადაეცა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმის ძირითადი პარამეტრები მოსკოვს ჟენევის შეხვედრაზე განხილვის შემდეგ გადაეცა.

„ძირითადი პარამეტრები გადმოგვეცა, დიახ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას: გადაეცა თუ არა მოსკოვს უკრაინასთან დაკავშირებული გეგმა მას შემდეგ, რაც ის ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

მისი თქმით, კრემლი უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შესაძლო პარამეტრების ყველა დეტალს არ გაამჟღავნებს.

„ჩვენ ახლა ყველა დეტალს არ გავამჟღავნებთ და, ფაქტობრივად, პრეზიდენტი გუშინ ამისკენ მოწოდებით გამოვიდა. ეს ყველაფერი განხილული იქნება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა