შალვა პაპუაშვილი - დღეს უკრაინას არათუ ომის დაწყების და დამთავრების საკითხის გადაწყვეტა აღარ შეუძლია, იმასაც ვერ წყვეტენ, ვინ დაიჭირონ და ვინ გაუშვან - სუვერენიტეტის ბრძოლის ეგიდით სუვერენიტეტი მთლიანად დათმეს

დღეს უკრაინას არათუ ომის დაწყების და დამთავრების საკითხის გადაწყვეტა აღარ შეუძლია, იმასაც ვერ წყვეტენ, ვინ დაიჭირონ და ვინ - გაუშვან , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, უკრაინამ „სუვერენიტეტის ბრძოლის ეგიდით სუვერენიტეტი მთლიანად დათმო“.

„დღეს ინფორმაცია იყო, რომ უკრაინაში, კიევში მიდის ჩხრეკა პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლის ოფისში, თუ სახლში - ანტიკორუფციული სააგენტოა. მოდი, ამას ჩავხედოთ, რა ხდება სინამდვილეში, რა პროცესშია დღეს უკრაინა - სამშვიდობო შეთანხმების დადება - არ დადების პირასაა და წნეხია, მათ შორის, კიევის ხელისუფლების მიმართ, რომ რაღაც პირობებს დათანხმდეს და ამ დროს, ჰოი, საოცრებავ და უცებ, ანტიკორუფციული სამსახური, რომლის გაუქმებასაც რამდენიმე კვირის წინ ზელენსკი აპირებდა, ეს ანტიკორუფციული სააგენტო მისი ყველაზე ახლო თანამებრძოლის ოფისში შევიდა. ვინმეს ჰგონია, რომ ამ ბომბების წვიმაში, რომელიც უკრაინაში არის და ჩვენს NGO-ებს თბილისში რომ უნდოდათ, ამ ბომბების წვიმაში, ამ კრიტიკულ მომენტში, როცა სამშვიდობო შეთანხმების საკითხია, ადამიანი, იერმაკი, რომელიც მათ შორის, ამ მოლაპარაკებებშია ჩართული, მის ოფისებში ჩხრეკას ვინ ატარებს? ეს არის უკრაინული ინსტიტუცია? რა თქმა უნდა, არა. ეს არის ზუსტად უცხო ქვეყნის გავლენა სახელმწიფო ინსტიტუციებზე, ეს არის ადამიანების ჩანერგვა სახელმწიფო ინსტიტუტებში და მართვა სხვა ქვეყნისა ამ სახელმწიფო ინსტიტუტებით. დღეს უკრაინას არათუ ომის დაწყების და დამთავრების საკითხის გადაწყვეტა აღარ შეუძლია, იმასაც ვერ წყვეტენ, ვინ დაიჭირონ და ვინ - გაუშვან. ეს არის მთელი ტრაგედია ამ დღეებში რასაც უკრაინაში ვუყურებთ, რომ სუვერენიტეტის ბრძოლის ეგიდით სუვერენიტეტი მთლიანად დათმეს. პრეზიდენტ ზელენსკის გარედან ჩარევით ანტიკორუფციული სააგენტოს გამოყენებით პირდაპირ უჭერენ ვისაც უნდათ და ვისაც უნდათ, იმას გაუშვებენ, სრულად არის გარედან მართული. ეს იყო თავის დროზე სასამართლო ხელისუფლებაში "ვეტინგის" მოთხოვნის მთავარი მიზეზი, ფარული მიზეზი, რომელსაც არ ამბობდნენ, როგორც უკრაინულ სასამართლოებში, პროკურატურაში ადეიშვილი რომ ჩაუსვეს, დაზვერვაში ლორთქიფანიძე რომ ჩაუსვეს, რასაც მოლდოვაში აკეთებენ, ზუსტად ეს უნდოდათ საქართველოში გაეკეთებინათ, რომ სასამართლოებში თუ სხვა უწყებებში, მათი დანიშნული ხალხი ყოფილიყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა