შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია ბრიუსელის დამოკიდებულებები შეიცვალოს - ლამის პოლონეთიც აუჯანყდეს, გეი ქორწინებას აიძულებენ, როდესაც საქორწინო ტურიზმით გერმანიაში გადავლენ, ხელს მოაწერენ, უკან დაბრუნდებიან და ოჯახი დაერქმევათ, აღიარეთო

მნიშვნელოვანია ბრიუსელი და მისი დამოკიდებულებები შეიცვალოს - ლამის პოლონეთიც აუჯანყდეს, გეი ქორწინებას აიძულებენ,

როდესაც საქორწინო ტურიზმით გერმანიაში გადავლენ, ხელს მოაწერენ და უკან დაბრუნდებიან და ოჯახი დაერქმევათ, აღიარეთო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ვიდრე ბრიუსელი ეროვნული ინტერესების პატივისცემას არ დაიწყებს, „ასეთ ხალხთან ურთიერთობა გაგვიჭირდება”.

”მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი და მისი დამოკიდებულებები შეიცვალოს. სანამ ბრიუსელი ჩვენი ეროვნული ინტერესების პატივისცემას არ დაიწყებს, ჩვენ ასეთ ხალხთან ურთიერთობა გაგვიჭირდება. საბჭოთა კავშირი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პატივს არ სცემდა, ამიტომ გამოვიქეცით და ახლა თავი შევყოთ ისეთ ბიუროკრატიაში, რომელიც ზუსტად ისე მოგვექცევა, როგორც საბჭოთა კავშირი? - სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესები და საჭიროებები გათვალისწინებული არ იყო?

[პეტერ] ფიშერს ვეთანხმები, რომ მისნაირი დამოკიდებულების შემთხვევაში, რთული იქნება ჩვენი კავშირი ევროპასთან. პრობლემა იმაშია, რომ წევრ ქვეყნებსაც ჩაგრავენ. რა დამოკიდებულება აქვთ უნგრეთის მიმართ - არ ითვალისწინებენ მათ ინტერესებს. ლამის პოლონეთიც აუჯანყდეს, რადგან გეი ქორწინებას აიძულებენ. კანონით თქვენ არ დაუშვათო, მაგრამ როდესაც საქორწინო ტურიზმით გერმანიაში გადავლენ და ხელს მოაწერენ და უკან დაბრუნდებიან და ოჯახი რომ დაერქმევათ, აღიარეთო. ფიშერს ვეტყოდი, რომ ჩამონათვალის დროს გამორჩებათ თუ სპეციალურად ტოვებენ ხოლმე არ ვიცი - „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს, რომელიც მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ ჩვენთან კანონმდებლობით არც გეი ქორწინება და არც აღიარება არ არის დაშვებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა