თინა ბოკუჩავა - ერთი  წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და იყოს რუსეთის უკანა ეზო - ევროინტეგრაციის გზას ქართველი ხალხი გააგრძელებს

ერთი წლის წინ ივანიშვილმა, ცხადად თქვა ის, რაც 2012 წლიდან ვიცოდი, რომ მისი რეჟიმის პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არ ექნებოდა და ღიად გაწყვიტა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, თსუ-ს პირველ კორპუსთან განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუაერთდებიან.

მისი თქმით, საბოლოოდ პროცესი საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

"ზუსტად ერთი წლის წინ ივანიშვილმა, ცხადად თქვა ის, რაც 2012 წლიდან ვიცოდი, რომ მისი რეჟიმის პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არ ექნებოდა და ღიად გაწყვიტა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია. ამ გზას კი ქართველი ხალხი გააგრძელებს. ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რაც არის, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და საქართველო იყოს რუსული გავლენის ქვეშ, რუსეთის უკანა ეზო, წარუმატებელი და არ შემდგარი ქვეყანა, რომელსაც მართავს კრიმინალთა ბანდა და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიმდიდრის მოხვეჭით არის დაკავებული.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ დე-ფაქტი პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომელსაც უდიდესი პროტესტი მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება. რეჟიმმა ადამიანები იმიტომ დაატყვევა, რომ ისინი არ თმობენ ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ დროშას და ევროპულ მომავალს. როდესაც კომისიამ უმძიმესი ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოსთან დაკავშირებით, ნათქვამი იყო, რომ საქართველოს რეჟიმის ნაბიჯების გამო შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, თსუ-ს პირველ კორპუსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც შემდგომ პარლამენტამდე მსვლელობას გამართავენ. ადგილზე უკვე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, წევრები, მხარდამჭერები, ასევე აქტივისტები და მოქალაქეები, რომლებიც ერთი წლის წინ, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს-პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებას გულისხმობს, აპროტესტებენ და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ