თამარ ჩერგოლეიშვილი - ეს დღე შესანიშნავი დემონსტრაციაა, რომ რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტს არაფერი დააკლდა, ხალხი გარეთაა - რეჟიმი უნდა გადადგეს

ეს დღე არის შესანიშნავი დემონსტრაცია იმის, რომ ერთიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტს არაფერი დააკლდა, ხალხი გარეთაა - საქართველოს დამოუკიდებლობა რომ გადარჩეს, რეჟიმი უნდა გადადგეს, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რაც „რეჟიმის შიგნით ხდება“, არის პროტესტის და საერთაშორისო წნეხის დამსახურება.

„ჩვენ დავდექით დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე. ანუ გასულ წელს, 28 ნოემბერს ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი პირადი ძალაუფლებისა და ფულის შენარჩუნება შეუთავსებელია საქართველოს დამოუკიდებლობის იდეასთან და საქართველოს დამოუკიდებლობა დათმო. სხვას არაფერს ნიშნავს ევროპასა და ამერიკასთან ურთიერთობის გაწყვეტა, მტრებად მოკიდება და რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენა. რუსეთის პირისპირ საქართველო რამდენჯერაც მარტო დარჩენილა, იმდენჯერ ან ტერიტორიები დაკარგა, ან მთლიანად ქვეყანა. გენოციდი მოგვიწყვეს ჩვენ 90-იან წლებში, როდესაც არც ამერიკა გვედგა გვერდში, არც ევროკავშირი არსებობდა. რეალურად ეს ბრძოლა რასაც თქვენ ერთი წელია ხედავთ, არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ეს არ არის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. ევროპული მომავალი დამოუკიდებლობისთვის გვჭირდება და ეს არის ქართული იდენტობისთვის ბრძოლა. იმიტომ, რომ იყო ქართველი ნიშნავს იყო ევროპელი და მაგას გვართმევს ზუსტად რეჟიმი, ჩვენს იდენტობას, ქართველობას გვართმევს. ეს დღე არის შესანიშნავი დემონსტრაცია იმის, რომ ერთიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტს არაფერი დააკლდა, ხალხი გარეთაა. სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილმა პარანოია აიკიდა და თავის ყურმოჭრილი მონების ნახევარს, თავები დააჭრა. ასე გავაგრძელებთ.

რაც რეჟიმის შიგნით ხდება ეს არის პროტესტის და საერთაშორისო წნეხის დამსახურება. საერთაშორისო წნეხი იმის პირდაპირ პროპორციულად იზრდება, რაც აქ ხდება. ამიტომ ეს დღე მნიშვნელოვანია და ამდენი ხალხი ქუჩაში არის მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი წარმატებებისთვის, იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა რომ გადარჩეს, რეჟიმი უნდა გადადგეს. რეჟიმი თავისი ნებით არ გადადგება, ის გადადგება მაშინ, როცა ქართველი ხალხი გზას არ დაუტოვებს“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის