გიორგი კირთაძე - ასობით ნაწამები, ნაცემი, დაჭერილი, დაჯარიმებული ადამიანის მიუხედავად, გაბრაზება, მუხტი და წინააღმდეგობა არსად წასულა - ეს არის ბრძოლა, რომელიც შესაძლოა, რაღაც პერიოდი კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ აშკარაა, რომ ხალხი დანებებას არ აპირებს

კარგად გამოჩნდა, რომ ასობით ნაწამები, ნაცემი, ასობით დაჭერილი, ათასობით დაჯარიმებული ადამიანის მიუხედავად, გაბრაზება, მუხტი და წინააღმდეგობა არსად წასულა. დღევანდელი დღე არის ამის ნათელი მაგალითი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელმა, გიორგი კირთაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.

კირთაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს უკან დახევა, რადგან ხალხი დანებებას არ აპირებს.

"ბიძინა ივანიშვილმა და რეჟიმმა ამ ერთი წლის განმავლობაში გააკეთეს ყველაფერი, რაც წარმოგვედგინა და არ წარმოგვედგინა მარტო იმისთვის, რომ ნიჰილიზმი და უიმედობა ყოფილიყო ხალხში და არავინ გამოსულიყო, მუხტი არ ყოფილიყო ამ ქვეყანაში და ის სტატუს-კვო, რაც მას ახლა აქვს შექმნილი, ნორმალურ ვითარებად გაესაღებინა.

კარგად გამოჩნდა, რომ ასობით ნაწამები, ნაცემი ადამიანის მიუხედავად, ასობით დაჭერილი ადამიანის მიუხედავად, ათასობით დაჯარიმებულის მიუხედავად გაბრაზება, მუხტი და წინააღმდეგობა არსად წასულა. დღევანდელი დღე არის ამის ნათელი მაგალითი.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილი თავის ხელთ არსებული არსენალიდან ყველა ტყვიას ისვრის. ის ფიქრობს, რომ მაქსიმალურად უნდა მოგვიჭიროს, რომ ნიჰილიზმი და უიმედობა გვქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი ხალხი ისევ იბრძვის, ქართველი ხალხი ისევ ქუჩაში დგას. მართალია, ნაცემი და დაჭერილი ადამიანების დანაკლისით, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რა მასშტაბის გამარჯვებას მივაღწიეთ ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში ამის ფონზე. ის, რომ ივანიშვილს აქვს ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი და მას ლეგიტიმაციის არა თუ პრობლემა აქვს, არამედ არალეგიტიმურია და ასე თვლის მოსახლეობის უმრავლესობა, გარდა ამისა, არცერთი ნორმალური ქვეყნის ხელისუფალი მას ხელს არ ართმევს და ხელის ჩამორთმევას იხვეწებიან რეჟიმის წარმომადგენლები და არის იმ მოცემულობაში რომ სანქციები ემატება. მას გარდაუვლად მოუწევს უკან დახევა. მე იმედიანად ვუყურებ ამ ყველაფერს, მესმის, რომ ეს არის ბრძოლა, რომელიც შესაძლოა, რაღაც პერიოდი კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ეს ხალხი დანებებას არ აპირებს", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე