გიგა ბოკერია - აუცილებელია პროტესტი გაიზარდოს იმ ხარისხამდე, რაოდენობამდე, განშრევებამდე, რომელსაც რეჟიმი ვერ გაუძლებს, ქართული სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს

რეჟიმის დასამარცხებლად აუცილებელი წინაპირობაა, ერთწლიანი წინააღმდეგობა და მრავალათასიანი აქცია, რომ პროტესტი გაიზარდოს იმ ხარისხამდე, იმ რაოდენობამდე, იმ განშრევებამდე, რომელსაც რეჟიმი და სამარცხვინო ლიდერი ივანიშვილი ვერ გაუძლებს, ეს არის ჩვენი და ქართული საზოგადოების ამოცანა, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „რეჟიმი უნდა დამარცხდეს“ ისე, როგორც 30 წლის წინ კომუნისტურ-რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან მიმართებით მოხდა.

„ერთი წლის წინ, ივანიშვილის რეჟიმმა გამოაცხადა დამარცვლით, რომ უნდა, სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმას და რუსეთის ვასალობას შეგვაგუოს, რაც ერთი და იგივეა და ნიშნავს ათწლეულებს ჯოჯოხეთში, უზარმაზარ მსხვერპლსა და თაობების გაწირვას ამ ჯოჯოხეთში საცხოვრებლად. ბუნებრივია, რომ ის წინააღმდეგობა რაც ერთი წელია გრძელდება, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის. სამწუხაროდ, ეს არ არის ჯერ საკმარისი იმისთვის, რომ რეჟიმი დამარცხდეს. აუცილებელი წინაპირობაა, ეს ერთწლიანი წინააღმდეგობა და მრავალათასიანი აქცია იმისთვის, რომ პროტესტი გაიზარდოს იმ ხარისხამდე, იმ რაოდენობამდე, იმ განშრევებამდე, რომელსაც ეს რეჟიმი და ეს სამარცხვინო ლიდერი ივანიშვილი ვერ გაუძლებს, ეს არის ჩვენი და ქართული საზოგადოების ამოცანა. სხვა ალტერნატივა ქართული სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, ქვეყნის თავისუფლებისა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეების თავისუფლების დაცვისა არ არსებობს.

ეს რეჟიმი უნდა დამარცხდეს ისე, როგორც ეს მოხდა 30 წლის წინ კომუნისტურ რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან მიმართებით.

მგონია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ამ რეპრესიების ფონზე, რა დროსაც ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტიკურ ლიდერი და მოქალაქე ციხეშია, უნდა გააგრძელონ და არსებითად გააუმჯობესონ საკუთარი გზავნილი, რომლითაც საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჯერ არ არის შემოერთებული პროტესტს და ვინც არის, დაანახებენ, რომ განსხვავებების მიუხედავად არსებობს ფუნდამენტურად საერთო მომავლის ხედვის ჩარჩო, რომელიც ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ ამ ჭაობიდან ქვეყანას ამოიყვანს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე