გიორგი სიორიძე - მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში - ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს, მთელი საზოგადოება ვიდგეთ ერთად და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ საპროტესტო აქციაზე "პალიტრანიუსის" ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

გიორგი სიორიძის თქმით, განსაკუთრებულ და სიმბოლურ თარიღებში აქციაზე ათასობით დემონსტრანტი გამოდის, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ევროპული მომავლის წართმევას.

„28 ნოემბერი სიმბოლური თარიღია, როდესაც ირაკლი კობახიძემ მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა და ქართველი ერის ისტორიულ არჩევანზე განაცხადა უარი, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეეჩერებინა. ამის უფლება არავის არ აქვს ამ ქვეყანაში, მით უმეტეს არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება. ჩვენ ვნახეთ, 28 ნოემბერს საღამოსვე როგორ იხუვლა ხალხმა და ძალიან მალე მთელი რუსთაველი გადატენილი იყო. მას შემდეგ დაიწყო უწყვეტი წინააღმდეგობის მოძრაობა და ერთი წელიწადია ის რუსთაველზე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანი შეიძლება ყოველ საღამოს იდგეს აქ, ჩვენ ვხედავთ, რომ განსაკუთრებულ თარიღებში, როგორიც დღესაა, რამდენ ათასიანი დემონსტრაციაა აქ. ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“ იმას, რომ წაართვას ევროპული მომავალი“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო