მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში - თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება - ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში მხარს უჭერს დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი თქვენს მისწრაფებებს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს ერთი წელი სრულდება საქართველოში მასობრივი პროტესტების დაწყებიდან. ათასობით მოქალაქე მამაცად დადგა თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული გზისთვის.

პატივს ვცემთ ყველა ქართველს, ვინც აგრძელებს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ცოცხლად ინარჩუნებს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს რწმენას.

თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება - ძლიერი შემახსენებელი იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ.

ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში, მხარს უჭერს დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი თქვენს მისწრაფებებს”,-წერს ცაჰკნა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ