ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი - მოვუწოდებთ მთავრობას, კურსი დაუყოვნებლივ შეცვალოს, საქართველოში პოლიტიკური თავისუფლება აღადგინოს და დემოკრატიულ მმართველობას დაუბრუნდეს

მოვუწოდებთ მთავრობას, კურსი დაუყოვნებლივ შეცვალოს, საქართველოში პოლიტიკური თავისუფლებები აღადგინოს და დემოკრატიულ მმართველობას დაუბრუნდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშისა (რესპუბლიკური პარტია) და კომიტეტის „დემოკრატების“ ლიდერის, ჯინ შაჰინის (დემოკრატიული პარტია) ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სენატორები საქართველოში საპროტესტო აქციების წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებენ.

„ერთი წლის წინ, საქართველო თავისი ისტორიის ახალ, ბნელ პერიოდში შევიდა. საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაგრძელების დაპირების მიუხედავად, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს, მთავრობამ პოზიცია შეცვალა და კონსტიტუციური ვალდებულება დაარღვია. აღნიშნულის საპასუხოდ, ქართველები ქუჩებში გამოვიდნენ, ცვლილებების მოთხოვნით და მთავრობის მიერ ამომრჩევლების ხმების უგულებელყოფის წინააღმდეგ დემონსტრაციის მიზნით. ამის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ ამომრჩეველთა შეშფოთებების მოსმენისა და ოპოზიციასთან მუშაობის ნაცვლად, მათ ჩასახშობად უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა, ავტორიტარული კანონების მიღებით, პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებითა და აკრძალვით, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაშინებით და აშშ-ისა და მისი საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ ცილისწამებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორების განცხადებით, „საქართველოში პოლიტიკური ძალადობის ესკალაციის პირობებში, შეშფოთებულები არიან მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიღებული მკაცრი ზომებით“.

„როგორც ამერიკელები, ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის უნარს, რომ ნებისმიერი ფასის მიუხედავად, საკუთარი თავისუფლება არ დათმოს. როგორც საქართველოს ახლო მეგობრები, პოლიტიკურ მოვლენებს უკვე ერთი წელია ვაკვირდებით და ჩვენ საქართველოს წარმატებით ვართ დაინტერესებულები. ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ხელმძღვანელობას, რომელიც პატივს სცემს მის უფლებას, რომ საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს“, - აცხადებენ სენატორები.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს