მოლდოვის საჰაერო სივრცე დრონების შეჭრის გამო დროებით დახურეს

მოლდოვის საჰაერო სივრცე დრონების შეჭრის გამო დროებით დახურეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ღამით ორი დრონი ვორონკოვოს რაიონში შეფრინდა.

მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, საჰაერო სივრცეში დრონების შეფრენის შესახებ უკრაინელმა მესაზღვრეებმა აცნობეს.

სიფრთხილის მიზნით, მოლდოვაში საჰაერო სივრცე დროებით დახურეს, თუმცა ჩრდილოეთ რეგიონის გარდა, მალევე გახსნეს.

მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტერიტორიის შემოწმების შემდეგ მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ობიექტი არ აღმოუჩენიათ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა