ალეკო ელისაშვილის ადვოკატი - ბევრი სახელმწიფო სტრუქტურაა მის სახლთან და მსგავსი დანაშაულის ჩადენის სურვილი რომ ჰქონოდა, შეძლებდა სახლთან ახლოს განეხორციელებინა და არა ასე შორს - რაღაც „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციაა

ფაქტია ის, რომ, რაც კადრებში ჩანს - ბენზინი, ჩაქუჩი, სანთებელა, რაღაც „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციაა - გამორიცხულია, მთაწმინდაზე მცხოვრები ადამიანი მიდიოდეს ღამის საათებში სასამართლოსთან და ცეცხლის წაკიდების მცდელობა ჰქონდეს, ბევრი სახელმწიფო სტრუქტურა და შენობა არსებობს მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც,- ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა დიღმის სამმართველოსთან ჟურნალისტებთან განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მას არათუ არ ეძლევა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა, არამედ მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით დადასტურებული ინფორმაციაც არ აქვს.

„მე ახლა გავიგე ეს ინფორმაცია შსს-ის მიერ გავრცელებული კადრების ნახვის შემდეგ, სადაც ჩანს, რომ აქვს მას ფიზიკური დაზიანებები მიყენებული. ჩემთვის დილით გახდა ცნობილი, რომ ის იყო დაკავებული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, თუმცა მე ჯერჯერობით არ მომეცა საშუალება, რომ შევხვედროდი პირადად და გავსაუბრებოდი, მენახა მისი ფიზიკური დაზიანებები, ის თუ კონკრეტულად რა მუხლს ედავებიან. ფაქტია ის, რომ რაც კადრებში ჩანს - ბენზინი, ჩაქუჩი, სანთებელა, რაღაც „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციაა. ჩვენ არაერთი საქმე გვინახავს ალეკო ელისაშვილის მიმართ, გვახსოვს ალი ბაბაევის საქმე, რომელიც ერთი წლის წინ იყო ზუსტად, თუმცა მტკიცებულებების არ ქონის გამო დღემდე გრძელდება და ვერ უმტკიცებენ დანაშაულს. ამიტომ ვვარაუდობ, რომ დასჭირდათ ახალი საქმე, ახალი მტკიცებულებების შეგროვება, რომ ეს აქტიური პოლიტიკოსი რაღაც გზით გააჩერონ და ეს არის პოლიტიკური დევნა, ჩემი აზრით და არანაირ დანაშაულს ადგილი არ აქვს. გამორიცხულია მთაწმინდაზე მცხოვრები ადამიანი მიდიოდეს ღამის საათებში სასამართლოსთან და ცეცხლის წაკიდების მცდელობა ჰქონდეს. ბევრი სახელმწიფო სტრუქტურა და შენობა არსებობს მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც, მსგავსი დანაშაულის ჩადენის სურვილი რომ ჰქონოდა, შეძლებდა სახლთან უფრო ახლოს განეხორციელებინა და არა ამხელა მანძილზე. აბსურდულია დაცვის მხარისთვის. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით მაშინ, როდესაც გადაიყვანენ იზოლატორში, შევხვდები და გავესაუბრები. ინფორმაცია გვაქვს მიწოდებული სახალხო დამცველის აპარატშიც და მათი წარმომადგენლებიც აპირებენ შესვლას და გამოიკვლევენ აღნიშნულ საკითხს.

არათუ ნახვის საშუალება არ მეძლევა, არამედ ვვარაუდობთ, რომ დიღმის სამმართველოშია, თორემ ზუსტად არც გვეუბნებიან სად არის, რეალურად გამქრალია ადამიანი“, - განაცხადა ადვოკატმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი