ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა „ბუფერული ზონა“ უნდა გახდეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ უკრაინა ბუფერული სახელმწიფოს სტატუსს დაუბრუნდება.

მან ევროპელი ლიდერები კონფლიქტის ფინანსური სარგებლის მიზნით გახანგრძლივებაში დაადანაშაულა.

ორბანმა განაცხადა, რომ ევროპა აგრესიულ პოზიციას იკავებს, რადგან სჯერა უკრაინის სამხედრო გამარჯვების შესაძლებლობის. მისი თქმით, ომი დასავლეთის ქვეყნებისთვის სასარგებლოა და ბრიუსელის ელიტა რუსეთის დამარცხებით მოგებას ელის.

„ევროპელებს ომი სურთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოება. ომის სურვილის უკან ფული დგას“, - აღნიშნა ორბანმა.

მან გააკრიტიკა დასავლეთი და განაცხადა, რომ კიევს ჯერ მხოლოდ ფინანსურ დახმარებას აწვდიდნენ, შემდეგ კი იარაღის მიწოდებაც დაიწყეს და რომ ამჟამად არსებობს განცხადებები, რომლებიც ჯარების შესაძლო განლაგებაზე მიანიშნებს.

„ჯერ ფული მისცეს, შემდეგ იარაღი, ახლა კი არის ფრანგული და სხვა განცხადებები ჯარისკაცების პოტენციურ განლაგებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი მტკიცებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის სახელმწიფოებრიობა რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან მან ნატო-ს თანამედროვე იარაღის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება გამოიწვია.

„უკრაინას აქვს საერთაშორისო უფლებები, მაგრამ რუსებსაც აქვთ საკუთარი უსაფრთხოების უფლება და არ სურთ ნატო-ს წევრების მეზობლობა“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი აზრით, ერთადერთი რეალისტური გზაა, უკრაინა ბუფერული სახელმწიფოს სტატუსს დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, ორბანი მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ უნგრეთი მზადაა უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ადგილი გახდეს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა