ვენესუელა ქვეყნის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას გმობს და „უკანონო, გაუმართლებელ აგრესიას“ უწოდებს

ვენესუელას ხელისუფლება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, ქვეყნის გარშემო საჰაერო სივრცე დახურულად უნდა ჩაითვალოს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის კომენტარებს „ვენესუელის ხალხის წინააღმდეგ კიდევ ერთი ექსტრავაგანტული, უკანონო და გაუმართლებელი აგრესია“ უწოდა.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მსოფლიოს სუვერენულ მთავრობებს, გაერო-ს და შესაბამის მრავალმხრივ ორგანიზაციებს, მტკიცედ უარყონ აგრესიის ეს ამორალური აქტი“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპმა ვენესუელის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ გამოაცხადა.

„ყველა ავიაკომპანიას, პილოტს, ნარკოტიკებითა და ადამიანებით მოვაჭრეს, გთხოვთ, ვენესუელის თავზე და მის გარშემო საჰაერო სივრცე სრულად დახურულად ჩათვალოთ. მადლობა ყურადღებისთვის!“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.

ერთი დღით ადრე კი აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვენესუელელი ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ხმელეთზე ზომებს მალე მიიღებდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე