კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტს ეწვევა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრას გამართავს

1-2 დეკემბერს, თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს ეწვევა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან შეხვედრას გამართავს.

„თბილისის მერი ასევე მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება და სიტყვით მიმართავს კონფერენციის მონაწილეებს.

კახა კალაძესთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის წევრები და თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება