რუსტემ უმეროვი - აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები პროდუქტიული და წარმატებული იყო

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, ფლორიდაში აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა პროდუქტიული და წარმატებული იყო.

„ჩვენი მიზანია აყვავებული, ძლიერი უკრაინა. განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. აშშ-მა უდიდესი მხარდაჭერა გამოგვიცხადა“, - განუცხადა უმეროვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, შეხვედრა ეფუძნებოდა ჟენევაში აშშ-უკრაინის წინა მოლაპარაკებების წარმატებას.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა