ევროკომისარი - თუ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობას დავუშვებთ, აგრესიის შემდეგი რაუნდისა და შემდეგი შემოჭრის თესლს დავთესავთ

დონალდ ტრამპის უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ სწრაფვამ არ უნდა გაათავისუფლოს ვლადიმერ პუტინი რუსული ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისგან, - ამის შესახებ ევროკომისარმა მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის საკითხებში, მაიკლ მაკგრატმა POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„არ მგონია, რომ ისტორიამ კეთილგანწყობილად შეაფასოს უკრაინაში რუსეთის დანაშაულების კვალის წაშლის ნებისმიერი მცდელობა. მათ პასუხი უნდა აგონ ამ დანაშაულებისთვის და ეს იქნება ევროკავშირის მიდგომა ყველა ამ დისკუსიაში. თუ ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობას დავუშვებთ, აგრესიის შემდეგი რაუნდისა და შემდეგი შემოჭრის თესლს დავთესავთ. მჯერა, რომ ეს უზარმაზარი მასშტაბის ისტორიული შეცდომა იქნება“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ გამოძიება რუსეთის მიერ ჩადენილ 178 000-ზე მეტ სავარაუდო დანაშაულზე დაიწყეს. გასულ თვეში, გაერო-ს კომისიამ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინელებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით დეპორტაცია კი - ომის დანაშაული.

„არ შეიძლება უარი ვთქვათ რუსული აგრესიისა და რუსული დანაშაულების მსხვერპლთა უფლებებზე. მილიონობით სიცოცხლე შეიწირეს ან გაანადგურეს, ადამიანები იძულებით გადაასახლეს და ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში