„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი 2-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებული, „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი 2-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბიზნესმენის ადვოკატი აცხადებს, სტეფანიანის პატიმრობაში ყოფნის საჭიროება არ იყო, ამასთან, მისი განმარტებით, დაცვის მხარემ სასამართლოს სოლიდური თანხა შესთავაზა. ადვოკატის თქმითვე, სტეფანიანმა ჩვენებაში გარკვეული დეტალები დააზუსტა, მათ შორის, ისაუბრა უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ვლადიმერ სტეფანიანი არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ისე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.

დაკავებულს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში