ირაკლი კობახიძე - 11 თვის მონაცემებით, შსს-მ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა - მთლიანობაში, ალბათ, 3-4 წელიწადში სრულად იქნება აღმოფხვრილი არალეგალური მიგრაციის პრობლემა

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა. ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეფექტიანობა არის სერიოზულად გაზრდილი, თუმცა კიდევ უფრო მეტად არის გასაძლიერებელი მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„გასული თვეების განმავლობაში თვისებრივად გაიზარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანობა, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციულ დანაშაულთან და ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა. იგივე ეხება უკანონო მიგრაციასთან ბრძოლასაც, სადაც გვაქვს შთამბეჭდავი მაჩვენებლები. წელს უკვე, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა. ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს. ეფექტიანობა არის სერიოზულად გაზრდილი, თუმცა კიდევ უფრო მეტად არის გასაძლიერებელი მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაზეც ბატონი მინისტრი და სამინისტრო აქტიურად მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება სამომავლო საქმიანობაზე უკანონო მიგრაციის მიმართულებით. იმ გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომავალ წელს უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე 3 500 არალეგალის გაძევება ქვეყნიდან. ეს არის მინიმალური მაჩვენებელი. მთლიანობაში, ამ გეგმის მიხედვით ალბათ 3-4 წელიწადში სრულად იქნება აღმოფხვრილი არალეგალური მიგრაციის პრობლემა. თვისებრივად იქნება აღმოფხვრილი ეს პრობლემა, რაც არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით. მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გაწეული საქმიანობისთვის და სამომავლო გეგმებისთვის“ , - განაცხადა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!