ირაკლი მელაშვილი - თუ BBC-ის ინფორმაცია დადასტურდა, ამ ამბავმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები შეიძლება ჰააგის სასამართლოს სკამამდე მიიყვანოს - იმედია, ქართული თუ არა, საერთაშორისო გამოძიება მაინც შედგება

თუ BBC-ის ინფორმაცია დადასტურდა და ამ ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური იარაღი მართლა გამოიყენა, ამ ამბავმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ჰააგის სასამართლოს სკამამდე შეიძლება მიიყვანოს - იმედია, ამ ამბის ქართული თუ არა, საერთაშორისო გამოძიება მაინც შედგება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი წერს.

„ქიმიურ იარაღს პირველ მსოფლიო ომში მხოლოდ მტრების წინააღმდეგ იყენებდნენ. ჯერ არავის მოუფიქრებია ეს იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიემართა! რა ავადმყოფი უნდა იყოს ამის გამკეთებელი ადამიანი! გაგიჟდება კაცი! იმედია, ამ ამბის ქართული თუ არა, საერთაშორისო გამოძიება მაინც შედგება“, - აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC-ი წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ “მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა “კამიტი“ უწოდეს“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის