ალეკო ელისაშვილის მეუღლე - ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს სიყვარული აუხსნას - რაზეც პროცესზე თავად ისაუბრა, ჩემთვის დამაჯერებელია, არ მჯერა შეთქმულების თეორიების

ტერორიზმის ბრალდება აბსურდი, სისულელეა. ალექსანდრე ტერორისტი არ არის. ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს რაღაც დაუმტკიცოს, სიყვარული აუხსნას, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცოლმა, ირინა კილოსანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, რაც სასამართლო პროცესზე ალეკო ელისაშვილისგან მოისმინა, მისთვის დამაჯერებელია.

„დღისით ოფისში იყო გასული, მერე მოვიდა. მე აქციაზე მივდიოდი, 8-ის წუთები იყო, რომ გავედი, მითხრა, სათევზაოდ მივდივარო, ასე უთხრა შვილსაც. აქციიდან რომ დავბრუნდი, სახლში არ იყო. დილით უკვე მითხრეს, დააკავესო. რაზეც თავად ისაუბრა, ის ჩემთვის აბსოლუტურად დამაჯერებელია, მე არ მჯერა შეთქმულების თეორიების. ზუსტად ვიცი, წელიწადნახევრის განმავლობაში რაც უგროვდებოდა „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან და ამდენი უკანონობიდან გამომდინარე, ამას ვერ ეგუებოდა, ამას რომ ვერაფერს უპირისპირებდა, ალბათ, რაღაც ასეთი ფორმა მოიფიქრა, რომლითაც სასამართლოსთვის და ყველასთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ სასამართლო გადაქცეულია რაღაც კონვეირად, რომელიც ყველას უშვებს ციხეში. ვერავის მოსთხოვ, როცა პოლიტიკოსი ხარ, ყველას უყვარდე. მე არც ერთი პოლიტიკოსი არ მიყვარს. თუ ის ქმარი, შვილი, ან მამა არაა, არ უნდა გიყვარდეს და კრიტიკულად უნდა უყურებდე, მაგრამ ძალიან მინდა, საზოგადოებამ სწორად გაიგოს მისი ეს ნაბიჯი. რაც თქვა, ზუსტად ვიცი, რომ ისეა. ის არის, რაც მან განაცხადა, რამ განაპირობა მისი ეს ქმედება, მე ამის მჯერა და მინდა ადამიანებმა სწორად გაიგონ.

ტერორიზმის ბრალდება აბსურდი, სისულელეა. ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს რაღაც დაუმტკიცოს, სიყვარული აუხსნას, ეს მისი პერიფრაზია. ესეც მისი სიტყვებია, მან ასეთი ფორმით, ზოგისთვის უცნაური, თუ კომიკური ფორმით ეცადა რაღაცის დამტკიცებას“, - განაცხადა ირინა კილოსანიძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში