ბუდაპეშტში კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში თბილისის მერის, კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კახა კალაძე დღეს, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან და მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება.

როგორც დედაქალაქის მერმა ვიზიტის დროს განაცხადა, კონფერენციაზე საუბარი ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულებას შეეხება, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კი მხარეები პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ.

„მოხარული ვარ, რომ დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები ჩვენს მეგობარ უნგრეთში. მაქვს პატივი, სიტყვით გამოვიდე ბუდაპეშტის საერთაშორისო კონფერენციაზეც, სადაც საუბარი ძირითადად შეეხება ევროპული ქალაქების ურბანული განვითარების საკითხებს. მოგვიანებით მექნება შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბოლო წლების განმავლობაში, როგორც უნგრეთი, ისე საქართველო, ღია საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოში წარმოდგენილია ფსევდოლიბერალიზმის იდეოლოგიის სახით და უდიდეს საფრთხეს, გამოწვევას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამაზეც გვექნება საუბარი. მინდა, მადლობა გადავუხადო უნგრულ მხარეს თბილი მიღებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კონფერენციას, თბილისის მერის თქმით, ქართული მხარე დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს მიმოიხილავს, მათ შორის, მთავარი სასაუბრო თემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარება იქნება.

„ვისაუბრებთ ზოგადად გამოწვევებზე, თუ რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და გადაადგილების კომფორტულობას. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს დღის განმავლობაში. შესაბამისად, უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და კომფორტული. ამ მიმართულებით გვაქვს სიახლეები - შეძენილი გვაქვს ახალი ვაგონები, რომლებიც 2026 წლიდან დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა. გარდა ამისა, ვისაუბრებთ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომა გვაქვს, როგორია ჩვენი დამოკიდებულება. მათი მხრიდან მოვისმენთ, თუ როგორ უპასუხეს მსგავს გამოწვევებს. ვფიქრობ, საინტერესო და კარგი მაგალითების გადმოტანა შეგვეძლება საქართველოში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე ბუდაპეშტში, დელეგაციასთან ერთად, 1-2 დეკემბერს გაემგზავრა. მასთან ერთად, იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის წევრები და თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში