ადვოკატი - ელისაშვილის ქმედებას ყოველთვის ფულის აღებასთან აკავშირებენ, რაც აბსურდია, მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, გამომძიებლები გაკვირვებულები იყვნენ, როგორ შეიძლება პოლიტიკოსი ასეთ სახლში ცხოვრობდესო

ტერორისტულ აქტს უნდა ჰქონდეს ტერორისტული მიზანი. ჩვენ ვერ ვხედავთ წაკიდებულ ცეცხლს, გამოყენებულ იარაღს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

რეხვიაშვილის თქმით, ელისაშვილმა ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის გაგრძელებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას იარაღის ტარების კანონიერი უფლება ჰქონდა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ელისაშვილის მიერ ტერიტორიის დატოვება და ძალადობაზე უარის თქმა ადასტურებს, რომ მისი ქმედება ნებისმიერი ფორმით არ შეესაბამება ტერორიზმის ნიშან-თვისებებს.

„ეს არის აბსურდული ბრალი. რეალურად, ალექსანდრე ელისაშვილმა ნებაყოფლობით ხელი აიღო დანაშაულის ჩადენაზე. მოგეხსენებათ, მას ჰქონდა იარაღის ტარების უფლება, მას ჰქონდა იარაღი და შეეძლო გამოეყენებინა იარაღი და დაეწვა შენობა, თუმცა რადგანაც დაინახა, რომ შენობაში შემოსული იყო მანდატურის თანამშრომელი და რისკები იყო შესაფასებელი იმ კუთხით, რომ ადამიანის სიცოცხლე იყო პრიორიტეტი, გადაწყვიტა გასცლოდა ტერიტორიას და დანაშაულისგან ხელი აეღო. ქმედება გამიზნულად იყო განხორციელებული შაბათ დილით, რადგან შენობაში არ ყოფილიყო ვინმე. უქმე დღეა და მინიმალური ზიანი ყოფილიყო.

ემოცია ჰქონდა დაგროვილი და საბოლო წერტილი იყო 29 ნოემბრის დილის საათები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მას შეეძლო ცეცხლი წაეკიდებინა ნაცვლად იმისა, რომ გაქცევის მცდელობა ჰქონოდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ტერორისტულ აქტზე, არცერთი ტერორისტი პრიორიტეტად არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. იარაღის გამოყენებით ის უმარტივესად შეაჩერებდა მანდატურის თანამშრომლებს და თავის გეგმას ბოლომდე მიიყვანდა. ელისაშვილს მიზნად არ ჰქონდა იარაღი გამოეყენებინა.

ზოგადად, ყოველთვის იარაღით გადაადგილდება აქედან გამომდინარე, იმ დღესაც ჰქონდა იარაღი. ტერორისტულ აქტს უნდა ჰქონდეს ტერორისტული მიზანი. ჩვენ ვერ ვხედავთ წაკიდებულ ცეცხლს, გამოყენებულ იარაღს“,- აცხადებს ადვოკატი.

მისი შეფასებით, ელისაშვილის მოტივაცია თავიდან ბოლომდე ემყარებოდა უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს და არა ძალადობრივი მოქმედების სურვილს.

„საზოგადოებაში ორად გაყოფილი მოსაზრებებია, ზოგს კონსპირაციის თეორიები ჰგონია, ზოგს არ სჯერა რომ ალეკო ელისაშვილია კადრებში. ალეკო ელისაშვილის მკაფიო განცხადება და მოთხოვნა იყო, რომ პირდაპირ გადმომეცა ის გზავნილები, რაც საჯაროდ განვაცხადე, რომ ქმედება იყო მისი პროტესტის გამოხატვის ფორმა და სოლიდარობა პოლიტიკური პატიმრების მიმართ. ეს ქმედება გამოწვეული იყო იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ უამრავი ახალგაზრდა ადამიანი ციხეში გაუშვა. ეს მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყო“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატმა ისაუბრა ელისაშვილის ქმედების მიმართ საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ თეორიებზე, რეხვიაშვილმა, ბრალდებას, თითქოს ელისაშვილმა ქმედება ფულის სანაცვლოდ შეასრულა „სრული აბსურდი“ უწოდა.

„ალეკო ელისაშვილის ქმედებას ყოველთვის ფულის აღებასთან აკავშირებენ. 29 ნოემბერს ელისაშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და გამომძიებლები გაკვირვებულები იყვნენ თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსი ასეთ სახლში ცხოვრობდესო. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს იარაღები. გატაცებულია იარაღებით, ნადირობით, ტყეში სიარულით. ის ფაქტი, რომ ელისაშვილი ფულს იღებს კონკრეტული ქმედებისთვის, არის აბსურდი. ალეკო ელისაშვილი არანაირი ქონებას არ ფლობს და არასდროს შესულა რამე გარიგებაში არცერთ ხელისუფლებასთან.

ელისაშვილი ფიქრობს, რომ ბრალის გადაკვალიფიცირება იყო კარგი შანსი იმისათვის, რომ ბოლომდე შური ეძიათ. სამაგალითოდ დაესაჯათ“,- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში