მარკო რუბიომ და იოჰან ვადეფულმა უკრაინის საკითხი განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეფულს ესაუბრა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში ომის დასრულების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე ძალისხმევა განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების მიზანია კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა