Reuters - დონალდ ტრამპმა ნიკოლას მადუროს ვენესუელას დასატოვებლად დრო მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპთან ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გასულ თვეში გამართული სატელეფონო საუბრის დროს გადადგომის და ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვებისთვის ვადა გასული კვირის პარასკევამდე მისცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 21 ნოემბრის საუბარს წინ უძღოდა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე ზეწოლის გაზრდა თვეების განმავლობაში, მათ შორის კარიბის ზღვის აუზში ნარკოტიკების კონტრაბანდაში სავარაუდოდ ჩართულ გემებზე დარტყმები, ტრამპის მუქარა ხმელეთზე სამხედრო ოპერაციების გაფართოების შესახებ და Cartel de los Soles-ის, ჯგუფის, რომლის წევრიც ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, მადუროა, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება.

Reuters-ის წყაროების ცნობით, სატელეფონო საუბრისას მადურომ ტრამპს განუცხადა, რომ მზად იყო დაეტოვებინა ვენესუელა იმ პირობით, რომ მას და მის ოჯახის წევრებს სრული სამართლებრივი ამნისტია ექნებოდათ, მათ შორის აშშ-ის ყველა სანქციის მოხსნა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მისი საქმის შეწყვეტა.

მან ასევე მოითხოვა სანქციების მოხსნა 100-ზე მეტი ვენესუელელი ჩინოვნიკისთვის, რომელთაგან ბევრს აშშ ადამიანის უფლებების დარღვევაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ან კორუფციაში ადანაშაულებს,

მადურომ ასევე ითხოვა, რომ ახალი არჩევნების ჩატარებამდე დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესი ყოფილიყო.

სატელეფონო საუბარის დრომ ტრამპმა მისი მოთხოვნების უმეტესობა უარყო, თუმცა მადუროს უთხრა, რომ მას ერთი კვირა ჰქონდა ოჯახის წევრებთან ერთად ვენესუელას დასატოვებლად.

წყაროების ცნობით, უსაფრთხო გასვლის ვადა პარასკევს ამოიწურა, რის გამოც ტრამპმა შაბათს ვენესუელას საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ განაცხადა.

მადურო და მისი მთავრობა აშშ-ის ადმინისტრაციის ყველა ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა სურს, რათა ქვეყნის უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, მათ შორის ნავთობი, გააკონტროლოს.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ