დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, ჰონდურასი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლას ცდილობს

როგორც ჩანს, ჰონდურასი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლას ცდილობს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„თუ ამას გააკეთებენ, მაშინ თავს ჯოჯოხეთი დაატყდებათ. ჰონდურასის მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა 30 ნოემბერს მისცა. ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა 30 ნოემბერს, შუაღამისას მოულოდნელად შეწყვიტა. მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ ხმების დათვლა დაასრულოს“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

ჰონდურასის საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, კონსერვატორი კანდიდატი, ნასრი ასფურა მის მეტოქეს, „ლიბერალური პარტიის“ კანდიდატს, სალვადორ ნასრალას მხოლოდ 515 ხმით უსწრებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე ნასრი ასფურას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მასთან ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში ითანამშრომლებდა.

ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰონდურასის ყოფილ პრეზიდენტს, ხუან ორლანდო ერნანდესს შეიწყალებს, რომელიც აშშ-ში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით 45 წლიან სასჯელს იხდის.

ერნანდესი, რომელიც ჰონდურასს 2014-2022 წლებში მართავდა, ასფურას მსგავსად კონსერვატიულ „ნაციონალურ პარტიას“ წარმოადგენდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!