დიმიტრი პესკოვი - რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კვლავ ღიაა

რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კვლავ ღიაა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი „მშვიდობის მიღწევის გზებს ეძებს, თუმცა მისი ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს“.

„სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ. ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაციით დასახულ მიზნებს უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ასევე, მისი თქმით, რუსეთს „ევროპელებთან კომუნიკაცია არ აქვს, რადგან მათ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე რუსეთის პოზიციის მოსმენა არ სურთ“.

„ევროპული ქვეყნები მხოლოდ ომის შესახებ საუბრობენ. ისინი უკანასკნელ უკრაინელამდე ომის გაგრძელების შესახებ საუბრობენ. ცდილობენ იპოვონ გზები, რათა ომის გასაგრძელებლად უკრაინა დააფინანსონ“, - აღნიშნა პესკოვმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა