გივი მიქანაძე BBC-ის საგამოძიებო მასალაზე - ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიზანმიმართული სიცრუის კამპანიაა

ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიზანმიმართული სიცრუის კამპანიაა - ვეჭვობ, ვინმე დაინტერესდეს „ფეიკნიუსის" მიმართულებით რაიმეს განვითარებაზე, რაც არაფრიდანაა მოტანილი და ემსახურება სიცრუის ტირაჟირებას,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ელის თუ არა, რომ ჰააგის სასამართლო აღნიშნული საკითხით დაინტერესდება.

„ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიზანმიმართული სიცრუის კამპანიაა. პირველივე დღიდან იკვეთებოდა რომ მიზანმიმართული იყო, კონკრეტული მხარის პოზიციების გასამყარებლად გაკეთებული განცხადებები. სუს-მა გაავრცელა შესაბამისი განცხადება, ის პროვოკაციული ხედვა, რომელიც საზოგადოების რადიკალურ ჯგუფებს აქვს, რაც მცირე ნაწილია საზოგადოების, ცდომილებაშია იმ მოცემულობასთან, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა არის ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და მშვიდობა დაცული იყოს, რაც ცალსახად ხორციელდება“,- აღნიშნა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის